ჯგუფი „ოაზისი“ კვლავ ერთიანდება

ინგლისური როკ ჯგუფი „ოაზისი“ საქველმოქმედო მიზნებით კვლავ ერთიანდება. გადაწყვეტილება გუშინ საკუთარ „ტვიტერზე“ ჯგუფის სოლისტმა, ლიამ გალაჰერმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, შემოსული თანხა მთლიანად გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრს (NHS) გადაეცემა COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თუმცა უცნობია „ოაზისი“ რა შემადგენლობით გაერთინდება. საბოლოოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია შეუერთდება თუ არა ლიამის ძმა, ნოელ გალაჰერი საქველმოქმედო ღონისძიებას.

ძმებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2009 წლიდან დაიძაბა, მას შემდეგ რაც ნოელმა ჯგუფი დატოვა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.