ოქსფორდის მკვლევართა გუნდმა მთავრობისგან 20 მილიონი ფუნტი მიიღო COVID-19-ის შესასწავლად

ოქსფორდის საუნივერსიტეტო ბაზაზე COVID-19-ის შემსწავლელი სამი კვლევითი პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მეცნიერები ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნისა და კლინიკური გამოცდის ვადების დადგენაზე მუშაობენ.

მეცნიერები იმის დადგენასაც ცდილობენ, უკვე არსებული პრეპარატებიდან რომლები იქნება ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური. ბრიტანეთის მთავრობა სწორედ ამ კვლევით პროექტებს დააფინანსებს 20 მილიონი ფუნტით.

„გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდომარეობისას დიდი ბრიტანეთი მთელ თავის კვლევით რესურსებს იყენებს, რათა რაც შეიძლება მალე შეიქმნას ახალი ვაქცინა, რომელიც მსოფლიო საფრთხისაგან გვიხსნის. ეს ინვესტიცია დააჩქარებს ვაქცინის შექმნის პროცესს და დაგვეხმარება დაავადებისგან თავდასაცავი საშუალების აღმოჩენაში.“ – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო მდივანმა, მეთ ჰანკოკმა.

დაფინანსება, ძირითადად, ვაქცინის გამოცდასა და მის შემდგომ წარმოებაზე დაიხარჯება. ვაქცინის ტესტირების პირველი ეტაპი 18-50 წლის ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე დაიწყება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.