კორონავირუსის გავრცელების ფონზე სულ უფრო მეტი უნივერსიტეტი, სასწავლო დაწესებულება თუ პლატფორმა სთავაზობს ონლაინ კურსებს ყველას, ვისაც სურს, თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენოს. მათ შორისაა Professional Photographers of America (PPA), რომელიც დაინტერესებული პირებისთვის ფოტოგრაფიის 1100-ზე მეტ ონლაინ კურსზე უფასო წვდომას 2 კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს.

ონლაინ გაკვეთილების მისაღებად აუცილებელია PPA-ს ვებ გვერდზე უფასო ანგარიშის შექმნა.

„მძიმე დრო გვიდგას და ჩვენ საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ. მეტი სიკეთე, მეტი მოთმინება, მეტი გულუხვობა. ჩვენც გვინდა ამაში წვლილი შევიტანოთ.– ვკითხულობთ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.