ლორა სანტოსი: როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა პანდემიისას

იელის უნივერისტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ლორა სანტოსი ხუთ რჩევას გვაძლევს, თუ როგორაა შესაძლებელი დადებითი განწყობის შენარჩუნება პანდემიის დროს.

იყავით სოციალურად აქტიურები

პანდემიის დროს, განსაკუთებით მაშინ, როცა არ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებთან ფიზიკურად ახლოს ყოფნა, ახლობლებთან სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით, დადებითი განწყობის შექმნაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. კარანტინის დროს, ადამიანების მხარდაჭერის შეგრძნებამ, მათი სახის დანახვამ, ხმის გაგონებამ და ყველა სხვა ემოციურმა გამოხატულებამ კრიზისის დაძლევისას ჩვენს ფსიქოლოგიურ სიმტკიცეზე დადებითად შეიძლება იმოქმედოს.

დაეხმარეთ სხვებს

კვლევების მიხედვით, ქველმოქმედება და სიკეთის კეთება ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. განსაკუთებით, კრიზისის დროს სხვების დახმარებას ჩვენი გაბედნიერება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შესაძლოა საკუთარ თავზე ზრუნვა პანდემიისას პრიორიტეტად მიგვაჩნდეს.

იმოძრავეთ

ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტიურობას განწყობის ამაღლება შეუძლია. კარანტინის პირობებში, ონლაინ იოგა კურსებს თუ სხვა უფასო ფიტნეს სავარჯიშოებს  ასევე შეუძლიათ ხასიათისა და განწყობის დადებითად დამუხტვა.

შეიგრძენით ყოველდღიური სიამოვნება

დადებითი განწყობის შენარჩუნების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი   ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაკვირვება და გარემოს შეფასებაა. კრიტიკული სიტუაციებისას, ხშირად სიმპათეტიკური ნერვული სისტემა დატვირთულია და მუდმივი სტრესი შესაძლოა კუნთების დაჭიმულობაში გამოვლინდეს. ამიტომ, უბრალოდ ჩვენი სუნთქვის ცნობიერი კონტროლი და ღრმა, ნელი ჩასუნთქვა  დაძაბულობას მარტივად მოხსნიდა.

იფიქრეთ, როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას მომავალში

ფსიქოლოგიურ დისტანცირებას, რაც იმას გულისხმობს, რომ საკუთარი თავი მომავალში წარმოვისახოთ და დავფიქრდეთ, როგორ გავუმკლავდით წარსულ კრიზისს, შეუძლია ერთგვარი სტრატეგიების შექმნა ამჟამინდელი სტრესის გადალახვის პროცესში. იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვუყვებით ამ ამბავს ჩვენს შვილიშვილებს, აუცილებლად გვიბიძგებს პოზიტიური მოვლენებით დავტვირთოთ აწმყო.

https://www.facebook.com/worldeconomicforum/videos/551657312159384
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.