ელისაბედ II-ის სააღდგომო მიმართვა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი და თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური, ელისაბედ II ისტორიაში პირველად ავრცელებს სააღდგომო მიმართვას.

„ბევრ რელიგიას აქვს დღესასწაული, რომელშიც ზეიმობენ სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას. ასეთ დროს ადამიანები სანთლებს ანთებენ, ოჯახები იკრიბებიან სინათლის წყაროს გარშემო და ერთიანდებიან.

სიბნელე აღდგომის წინა დღეს, შაბათს, მოდის და მრავალი ქრისტიანი მას სანთლით ხვდება. ეკლესიაში ერთი ცეცხლი მეორეს გადაეცემა, ნელ-ნელა ვრცელდება და ბოლოს ყველა სანთელი ინთება. ამ გზით ნაჩვენებია, თუ როგორ გადაეცემა ყველა თაობას ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი – დაწყებული პირველი აღდგომიდან.

ამ წელს აღდგომა ბევრი ჩვენგანისთვის განსხვავებული იქნება, მაგრამ დისტანცირებით, ერთმანეთისაგან განდგომით სხვის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. თუმცა აღდგომა არ უქმდება – პირიქით, ყველაზე მეტად გვჭირდება ის ახლა. აღდგომა ქრისტეს მიმდევრებისთვის ახალი იმედია. ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი ვერ დაგვძლევს. სიბნელე მტანჯველი და სევდიანია, თუმცა სინათლე და სიცოცხლე მასზე ძლიერი და აღმატებულია. დაე, აღდგომის იმედის ელვარება იყოს მომავლის მუდმივი წინამძღოლი.
ყველა მორწმუნესა და აღმსარებელს დალოცვილ აღდგომას ვუსურვებ.“