დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველის, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღე კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო წელს ტრადიციულად არ აღინიშნა.
სამეფო ოჯახის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე 21 აპრილს, დედოფლის 94-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოაქვეყნდა ვიდეო კადრები სამეფო კოლექციიდან, რომელზეც ელისაბედ II-ის ბავშვობაა აღბეჭდილი.
მეფობის 68 წლის მანძილზე პირველად დედოფლის დაბადების დღესთან დაკავშირებით არც ერთი ღონისძიება არ ჩატარდა. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დედოფალი მიიჩნევს, რომ ახლა ამისთვის შეუფერებელი დროა.