პუტინის საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებული ეგზიტპოლების შედეგი ცნობილია

Shamil Zhumatov / Pool Photo

რუსეთში, ორშაბათს ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, გამოკითხულ მოქალაქეთა 76%-მა რეფერენდუმში მხარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა, რომლებიც პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას 2036 წლამდე მისცემს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა 25 ივნისს დაიწყო და, პანდემიის გამო, 7 დღე გაგრძელდება.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, პუტინს უფლება მიეცემა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და პრეზიდენტის პოსტი კიდევ ორი ვადით დაიკავოს.

წინასწარი გამოკითხვებით, იმ ადამიანების 76%-მა, რომლებმაც არჩევანი უკვე გააკეთეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ხოლო 23.6%-მა ხმა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მისცა.

VTsIOM-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში, რომლებიც რუსეთის 25 რეგიონში ჩატარდა, მონაწილება 163 124-მა ადამიანმა მიიღო.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.