ვლადიმერ პუტინს კორონავირუსისგან „სადეზინფექციო გვირაბი“ იცავს

რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს  ახალი კორონავირუსისგან დეზინფექციის გვირაბი იცავს. ყველა, ვისაც მის რეზიდენციაში შესვლა მოუწევს, ვალდებულია ზემოთ ხსენებული გვირაბი გაიაროს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო – RIA ავრცელებს.

Photo Credits to Alexander Nemenov/AFP

სპეციალური გვირაბი ქალაქ პენზაში მოქმედმა რუსულმა კომპანიამ შექმნა და იგი, ამჟამად ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაშია, სადაც პრეზიდენტი ვიზიტორებს იღებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა – დიმიტრი პესკოვმა აპრილში განაცხადა, რომ პუტინთან შემხვედრ ყოველ ადამიანს კორონავირუსის ტესტი ჰქონდა ჩატარებული. ერთი თვის შემდგომ კი, რამდენადაც პესკოვმა განაცხადა, მას კორონავირუსი დაუდგინდა.

რუსეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 500,000-ს აღემატება, რაც მსოფლიო მასშტაბით მესამე მაჩვენებელია აშშ-სა და ბრაზილიის შემდგომ.