საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა, ხმლით ფარიკაობაში, მსოფლიო თასი მოიგო. ტურნირი იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართა.

ფოტო: Georgian Paralympic Committee

ქართველი ეტლით მოფარიკავეები ფინალში პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 45:30 დაამარცხეს. მანამდე კი, უნგრეთისა და ტაილანდის ნაკრებებს სძლიეს.

პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს სახელით ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.