სახის კანის დატენიანება ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, იზრდება მზის ზემოქმედების საფრთხეც, ამ დროს კი ჩვენი სახის კანიდან ხდება წყლის აორთქლება, განვიცდით დეჰიდრატაციას და აუცილებელი ხდება სახის კანის დატენიანება.
კანმა ბარიერული ფუნქცია მაქსიმალურად კარგად რომ შეასრულოს, სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის და მოვიმარაგოთ სახის კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები.
წარმოგიდგენთ MIZON-ის გამწმენდ ბალზამს CICALURONIC
MIZ/CICALUR გამწმენდი ბალზამი 80 მლ
დამამშვიდებელი და დამატენიანებელი გამწმენდი ბალზამი წმენდს კანს, აშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც, როგორც სახიდან, ასევე თვალებიდან.
შეიცავს ჟოჟობას, კურკუმას, ალოეს აზიურ ცენტელას – Centella Asiatica-ს ექსტრაქტს, რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი მოქმედება. ის აღადგენს კანის ბარიერულ თვისებას, ამცირებს შეშუპებასა და სიწითლეს.
შეიცავს 8 სახეობის ჰიალურონის მჟავას, რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და ელასტიურობას, ალოესა და ჟოჟობას ექსტრაქტებს.
გამოყენება: დაიტანეთ ბალზამის მცირე რაოდენობა სახესა და თვალებზე, მასირებული მოძრაობით, დააცადეთ სანამ შემადგენლობა არ მიიღებს ზეთოვან კონსისტენციას და კარგად არ შეერევა მაკიაჟის ნარჩენებს, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
მოცულობა: 80 მლ.
ტონერი MIZ/CICALUR
CICALURONIC ტონერი შეიცავს 94% ნატურალურ ინგრედიენტებს. ატონიზირებს და ატენიანებს კანს.
PH ქაფისებური ტონერი არ არის წებოვანი სტრუქტურის, იგი მსუბუქი ბუშტუკოვანი კონსისტენციისაა.
შეიცავს აზიურ ცენტელას – Centella Asiatica-ს ექსტრაქტს, რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი მოქმედება.
ის აღადგენს კანის ბარიერულ თვისებას, ამცირებს შეშუპებასა და სიწითლეს.
შეიცავს 8 სახეობის ჰიალურონის მჟავას, რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და ელასტიურობას.
მინერალური წყალი – განაპირობებს დატენიანებას, გვირილის ექსტრაქტი – ამშვიდებს კანს, პროპოლისი – კვებავს კანს, მწვანე ჩაის კი აქვს ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.
გამოყენება: დაბანის შემდეგ, ქაფისებური ტონერი დაიტანეთ გასუფთავებულ სახის კანზე ხელის დარტყმითი მოძრაობით, ასევე შესაძლებელია მისი დამატება დასაბან წყალში, ვინაიდან იგი არ საჭიროებს ჩამობანას. მისი გამოყენება ნიღბის სახითაც შეიძლება – ამისთვის დაიტანეთ მცირე რაოდენობა ბამბის ფირფიტაზე და დაიდეთ გამომშრალ ზონაზე.
მოცულობა: 160 მლ.
MIZ/CICALUR SPF 50+
SPF 50+ PA+++
ბლოკავს UVA/UVB სხივებს და უზრუნველყოფს მაღალ დაცვას. ჰიპოალერგიული და წყალგამძლეა.
ალოე, კიტრი და მწვანე ჩაი ამშვიდებს და ატენიანებს კანს.
შეიცავს აზიურ ცენტელას – Centella Asiatica-ს ექსტრაქტს, ხუთი ტიპის ჰიალურონის მჟავას, ალოეს, მწვანე ჩაისა და კიტრის ექსტრაქტებს.