აპლიკაცია 112 – SOS ღილაკი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

Photo via Police.ge

ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის საქართველოს მოსახლეობას ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და არსებულ სერვისებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

შსს ცნობით, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლს შეუძლია მობილური აპლიკაციის მეშვეობით ე.წ ჩუმი განგაში გაგზავნოს 112-ის ცენტრში. მობილური აპლიკაცია ე.წ ჩუმი განგაშის გაგზავნისას ავტომატურად ადგენს მოქალაქის ადგილსამყოფელს.

აპლიკაციის მეშვეობით 112-თან დაკავშირება შესაძლებელია 3 გზით:

  • ჩუმი განგაში (SOS)
  • ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი)
  • ზარის განხორციელება

გარდა ამისა, აპლიკაციას აქვს სასარგებლო რჩევების განყოფილება, რომელში შესვლის შემდეგაც მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ მიწისძვრის, მეწყერის და სხვა კატასტროფების დროს, სანამ სამაშველო ჯგუფი მოვა.

4 Comments
  1. effexor como usar el minoxidil en la barba In all my years covering the market, I have never seenanything quite like this situation, said Rick Snyder, analystwith Maxim Group tamoxifen versus raloxifene He wanted to go the legal route so I had him use MAG 10

Leave a Reply

Your email address will not be published.