„Space Farms“ ახლა უკვე გამოწერით

ახალგაზრდა მეწარმის ტუსია ღარიბაშვილის იდეა, ქართული მეურნეობის ტრადიციების შეცვლა, ნოვატორული პროექტის განხორციელებით დაიწყო. „აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით კი იდეამ საკუთარი სივრცე „Stamba Hotel”-ში იპოვა. „Space Farm” 150 კვადრატულ მეტრზე გაშენებული შვიდსართულიანი ფერმაა, რომლის მიზანი ისეთი მეურნეობის შექმნაა, რომელიც სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილის ქალაქში დათესვისა და გაზრდის საშუალებას მთელი წლის განმავლობაში აძლევს ფერმერს.

ფოტო: ანა ბოკო

მომავლის ფერმაში მოყვანილი სხვადასხვა ბოსტნეული და ბაღჩეული კორპორატიული და საცალო მომხმარებლების სამზარეულოებში ხვდება, მათ შორის „აჭარა ჯგუფის” რესტორნებში. ამიერიდან კი მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია სასურველი  ჯანსაღი ბოსტნეულის ასორტიმენტი გამოიწეროს. „Space  Farms”-ის ახალი საიტი მოხერხებულია ნავიგაციის თვალსაზრისით, მომხმარებელი კი პირდაპირ სათბურიდან იღებს შეკვეთას.

Space Farms-ის დამფუძნებლის თქმით, ბოსტნეული ეკოლოგიურ, უნარჩენო გარემოში იზრდება, ქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე. ვერტიკალური მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით კონტროლდება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული. ამ ტექნოლოგიით სასურველი პროდუქტის მოყვანა ნებისმიერ სეზონზე, სტანდარტულთან შედარებით გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი.

გარდა პროდუქტისა „Space Farm“ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსაც სთავაზობს: შემეცნებით მასტერკლასებსა და კონსულტაციას გამოცდილების გაზიარებისთვის. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური ტურის დაგეგმვა, რომელიც 1 საათს გრძელდება და მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე სხვადასხვა მიკრომწვანილისა და ფოთლოვანი მცენარის დეგუსტაციას. აღნიშნული აქტივობების დაჯავშნა საიტიდანვეა შესაძლებელი.