სტუდენტური სტაჟირების პროგრამა

Forbes Woman Georgia აცხადებს სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მედიაში მუშაობით.

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან.

✅ ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საფუძვლიანად გამოიკვლიონ ზემოთ აღნიშნული თემები და თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი პლატფორმის განვითარებაში.

🔺 სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე. ჩვენ გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიწვრთნათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.

📆 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 ნოემბერი

▶ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/fwgსტაჟირება

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.tsiramua@forbeswoman.ge