ლევან კოღუაშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – ქართული კინო აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება. 12 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის – „ქართული კინო – აქ.ახლა“ ფარგლებში, ლევან კოღუაშვილი რეჟისორის პროფესიის თავისებურებებთან ერთად, თავის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრებს.

რეჟისორი გაგვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ პოულობს ამბებს და პერსონაჟებს ფილმებისთვის, ასევე გვიამბობს თავისი უახლესი პროექტის შესახებ.