თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თიბისის მეწარმეებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ.

პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 50.000 ლარიდან – 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის, რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის.

ინიციატივა სახელმწიფო პროექტების – „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგრო კრედიტის“ და „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“-ს ფარგლებში ხორციელდება.

სპეციალური პირობებით სარგებლობა პროექტის – „შეღავათიანი აგრო-კრედიტის“ ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც მეწარმე 48 თვის განმავლობაში, კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში:

  • ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკონსერვირება;
  • თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;
  • ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;
  • რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;
  • მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება;
  • სუნელების წარმოება;
  • მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის;
  • ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
  • ჩაის გადამუშავება;
  • ტყავის წარმოება;

ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს. მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს.

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტერსებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.