მიიღე თიბისიში ფულადი გზავნილი და დასაჩუქრდი

დღეიდან თიბისი ფულადი გზავნილების საყოველთაო კამპანიას იწყებს. მომხმარებლებს აქვთ შანსი მოიგონ 1,000, 500 ან 100 ლარი, თუ ისინი გზავნილს თიბისიში გაანაღდებენ.

აქციაში მონაწილეობის პირობა მარტივია: მინიმუმ 100 ერთეულის ოდენობით ნებისმიერი ტიპის გზავნილის განაღდება თიბისის ციფრულ ბანკში, სატელეფონო ცენტრსა თუ ფილიალებში.

აქციის განმავლობაში, ყოველდღიურად გათამაშდება 1,000, 500 ან 100 ლარის ფულადი პრიზები და მოგების შემთხვევაში, მომხმარებელი გზავნილის განაღდებისთანავე მიიღებს სმს შეტყობინებას.

მომხმარებლებს თიბისის გზავნილებით თანხის მიღება და გაგზავნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ. ბანკი მუდმივად ზრუნავს საინტერესო სიახლეების შეთავაზებასა და მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებაზე.

ფულადი გზავნილების აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს: https://link.tbc.ge/mt-3