თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ქართული ბრენდი – O’SEVEN ELEVEN – ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას წარმოადგენს

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, სტუმრებს ერთდროულად მრავალმხრივ გამოცდილებას სთავაზობს. ისტორიული შენობის პირველი სართული კოლექციას ეთმობა, სადაც ქართული და უცხოური გამორჩეული ბრენდების პროდუქტიაა წარმოდგენილი. ახლა უკვე Flagship-ის ტიპის სივრცეში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ ქართული ბრენდის – O’SEVEN ELEVEN-ის ახალი კოლექცია, რომელიც ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტის სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

O’SEVEN ELEVEN გამოირჩევა მიდგომით – უნიკალურ, ხელნაკეთ ნაკეთობებს შესძინოს გამორჩეული იერსახე და მოარგოს თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის ელემენტები. ბრენდი დაარსებისთანავე ხაზს უსვამს ხელნაკეთი ნივთების მნიშვნელობას ყოველდღიურობაში და მიზნად ისახავს ნივთის მფლობელი და ავტორი ერთმანეთს დაუკავშიროს. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ მომხმარებელსა და ოსტატს შორის დამყარებული კავშირი ნივთს დამატებით, ემოციურ დატვირთვას სძენს.

O’SEVEN ELEVEN-ის დიზაინის ფილოსოფია ორიენტირებულია წარმოაჩინოს ტრადიციული და კარგად დამკვიდრებული ხელსაქმის საინტერესო ვარიაციები. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ხელობაა, რაც ანელებს წარმოების პროცესს და მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქტის შინაარსს და დანიშნულებას.

„თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობისას გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩანთები, რომლებიც უტილიტარული მიმართულებით ანეიტრალებენ ბრენდის ექსცენტრიკულ ბუნებას. ფუნქციონალურობა და მარტივი დიზაინი თითოეული ნივთის საფუძველია, თუმცა ამავდროულად ხელით ნაქსოვი მოტივი არტიზანული ელემენტით ამდიდრებს მათ. ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ყოველდღიური და ამასთანავე უნიკალური აქსესუარები, რომლებიც აქცენტს გამძლეობაზე აკეთებენ. სწორედ ამიტომ თითოეული ნივთის შექმნას მინიმუმ ერთი დღე სჭირდება და მათზე უნდა იმუშაოს ოსტატმა, რომელიც კვალიფიციურია ხელსაქმესა და ტყავთან მუშაობაში“ – აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი, ნინო ელიავა.

თიბისი კონცეპტისთვის შექმნილი ექსკლუზიური კოლექცია აერთიანებს ფერადი ვეგანური ტყავისგან შექმნილ სამ პროდუქტს – ჩანთას, კოსმეტიკის ჩანთას და ნოუთბუქის ჩასადებს. O’SEVEN ELEVEN-ის ხელნაკეთი კოლექცია წარსულსა და აწმყოს შორის ჰარმონიულ კავშირს ქმნის. ნაქსოვი დეტალები ჩანთებს არტიზანულ ხიბლს მატებს და ხაზს უსვამს წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისა და ხელობის არსებით მნიშვნელობას. მდგრადი მოდის პრინციპების გათვალისწინება, თანამედროვე მასალები და სილუეტები უზრუნველყოფს, რომ ნივთები მარტივად ინტეგრირდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაამრავალფეროვნოს რუტინა.

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს O’SEVEN ELEVEN-ის კოლექციის წარდგენას, რომელიც სპეციალურად თიბისი კონცეპტის სივრცის კოლექციისთვის შეიქმნა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეარჩიონ სასურველი ნივთი არსებული კოლექციიდან, თავად შეარჩიონ ვეგანური ტყავის და ძაფის ფერი კატალოგიდან და სასურველ ვერსიას O’SEVEN ELEVEN-ის გუნდი სპეციალურად მათთვის დაამზადებს.

თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაიბრუნოს გადახდილი თანხის 15%.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.