ტექნოლოგიური გიგანტების ტრილიონიანი ზარალი

Photo by Ishant Mishra

ტექნოლოგიური გიგანტების: Microsoft, Apple, Google, Amazon აქციების ფასი ნელ-ნელა ეცემა. თებერვლიდან მოყოლებული მათი ჯამური ზარალი $1,3 ტრილიონს შეადგენს.

ოთხეულიდან ყველაზე დიდი დანაკარგი Microsoft-მა განიცადა – $405 მილიარდი. ამ მხრივ, მეორე ადგილზეა Apple $370 – მილიარდიანი ზარალით, შემდეგ – Google $311 მილიარდითა და, ბოლოს, Amazon – $240 მილიარდიანი დანაკარგით. აღსანიშნავია, რომ ამაზონი ნელ-ნელა გამოდის ზარალის პრობლემიდან, რადგან კორონავირუსის პირობებში მოთხოვნა ონლან სერვისებზე გაზრდილია ისე, როგორც არასდროს.

Microsoft-ის ისტორიაში ყველაზე წამგებიანი დღე 10 თებერვალი იყო, Apple-სათვის 12 თებერვალი, ხოლო 19 თებერვალს ზარალის მაქსიმუმს Amazon-მა და Google-მაც მიაღწიეს.

14 მარტს Apple-მა განაცხადა, რომ ჩინეთის გარეთ ყველა მაღაზიას ხურავს 27 მარტამდე. მოთხოვნა აღნიშნული კომპანიის პროდუქციაზე, კორონავირუსის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია.