ქორწინება თანხის სანაცვლოდ – რა ხდება სირიასა და თურქეთში?

photo – Getty/iStock

კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის გამო, სულ უფრო მატულობს სირიელი ოჯახების მიერ თავიანთი ქალიშვილების თურქ მამაკაცებზე თანხის სანაცვლოდ დაქორწინების ფაქტები.

ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია ECPAT International აცხადებს, რომ ზემოთ ხსენებული მოვლენა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მექანიზმადაა ქცეული იმ სირიელი ოჯახებისათვის, რომელთაც თანხის გამომუშავების ან ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფის სხვა გზა არ გააჩნიათ.

ჟურნალის The Independent მიხედვით, კვლევის თანახმად, თურქეთში ლტოლვილ ბავშვთა რიცხვი, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე მაღალია, რაც, თავის მხრივ, ზრდის იძულებითი ქორწინების, ადამიანთა ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის მაჩვენებელს.

ECPAT Turkey-ის გენერალური მდივანი, ეზგი იამანი, აცხადებს: „ჩვენ გვსმენია შემთხვევებზე, როდესაც სირიელი ოჯახები თავიანთ ქალიშვილებს ქორწინების სანაცვლოდ ჰყიდიან თურქ მამაკაცებზე, როგორც ფორმალურად, ისე – არაფორმალურად. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყიდული ქალიშვილები მამაკაცის მეორე ან მესამე ცოლები ხდებიან. ეს მათი თავიდან მოცილების გზა. ეს საშუალებაა იმისათვის, რომ მაგიდაზე ერთით ნაკლები თეფში დაიდოს. ოჯახების მოტივი, ამასთან, ქირის გადაუხდელობაც ხდება. იმ შემთხვევისთვის, თუკი ოჯახი ვერ შეძლებს ფინანსურად გაუმკლავდეს ქირას, თავიანთ ქალიშვილს მესაკუთრეს ქირის სანაცვლოდ სთავაზობენ.“

იამანი, ასევე, ამბობს, რომ ხშირია გოგონათა, როგორც შრომითი, ისე, სექსუალური სახის ექსპლუატაცია. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახი წინააღმდეგია იძულებითი ქორწინებისა, მას არ შეუძლია აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, მათი ლეგალური დოკუმენტების ან კანონიერი სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს.

გენერალური მდივნისავე თანახმად, თურქეთის მთავრობა სირიელი გოგონების თურქ მამაკაცებზე ქორწინების ან მათი ტრეფიკინგის შესახებ არ აგროვებს მონაცემებს. კორონავირუსის პერიოდში კი, არსებული არეულობის, კრიზისისა და კარანტინის შედეგად, მეტად იმატა როგორც ოჯახური, ისე სექსუალური სახის ძალადობამ.

წყარო: independent

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.