Twitter-ის ინჟინერმა, ჯეინ ვონგმა, ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანია მომხმარებელთა ვერიფიკაციის ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობს.
ფუნქცია, გასაჯაროების შემთხვევაში, აპლიკაციის პარამეტრებში, პერსონალური ინფორმაციის განყოფილებაში დაემატება, ხოლო გადამოწმებული მომხმარებლების სახელის გვერდით, ლურჯ ფონზე, თეთრი ფერით გამოსახული სიმბოლო გამოჩნდება.
Twitter-მა ჯერ კიდევ 2016 წელს გადაწყვიტა, ნათელი მოეფინა ვერიფიკაციის პროცესზე და პირადი გევრდების, ბრენდებისა და კომპანიების „დამოწმების“ შესახებ მოთხოვნის მიღება დაიწყო. საიტმა ვერიფიკაციისთვის საჭირო მოთხოვნების სია გააკეთა, სადაც ჩამოთვლილი იყო, თუ რა პირობები უნდა დეკმაყოფილებინა ვერიფიკაციის მიღების მსურველებს.
ამ დროისთვის არ არის ცნობილი, აპლიკაციის „დამოწმების“ მოთხოვნის ახალი ფორმა.
აღსანიშნავია, რომ Twitter კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებსაც გეგმავს, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის 18 ივნისს დასრულდება.