Twitter-ის ახალი ფუნქცია, რომლის საშულებითაც სოციალურ ქსელში ხმოვანი პოსტების განთავსება იქნება შესაძლებელი, IOS-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 18 ივნისიდან გახდა.
ხმოვანი პოსტის განთავსების წესები მარტივია. მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 140 წამია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, უფრო გაახანგრძლივოთ.
Twitter-მა ახალი ფუნქცია ოთხშაბათს წარმოადგინა და IOS-ის მომხმარებლების მცირე ჯგუფზე გამოსცადა. როგორც პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებენ, ხმოვანი პოსტების განთავსება ეტაპობრივად IOS-ის ყველა მომხმარებელს შეეძლება.
ამერიკული მიკრობლოგინგის პლატფორმა და სოციალური ქსელი Twitter ყველა შესაძლო გზით ცდილობს, აღმოფხვრას სიძულვილის ენისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი პოსტები.
შეკითხვაზე, თუ როგორ გაუმკლავდება კომპანია პლატფორმის ახალი ფუნქციის არაკეთილსინდისიერად გამოყენების მცდელობებს, წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქამდე, სანამ ფუნქციის გამოყენებას მომხმარებლები აქტიურად დაიწყებენ, მონიტორინგის სისტემა ბევრად აქტიური და დახვეწილი გახდება.