Uber პარტნიორებთან ერთად საქალაქო ტრანსპორტში ელექტრო ვერტმფრენების დანერგვაზე მუშაობს

Photo Credits to Uber

ამერიკული სატრანსპორტო კომპანია Uber თავის ახალ პარტნიორებთან ერთად საქალაქო ტრანსპორტირებისთვის ელექტრო ვერტმფრენების გამოყენებას გეგმავს.

პროექტის შესახებ კომპანიამ პირველი განცხადება ჯერ კიდევ გასულ წელს, კონფერენციაზე Elevate გააკეთა. 2019 წლის ანონსის თანახმად, Uber-ის ახალი წამოწყებისთვის ელექტრო ვერტმფრენების შექმნა Jaunt Air Mobility-სთან თანამშრომლობით იგეგმება.

პროექტის მიზანი დიდ ქალაქებში გადატვირთული გზებისთვის თავის ასარიდებლად ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების დანერგვაა, რომლის დაჯავშნა და გამოძახება მომხმარებლებს ისევე შეეძლებათ Uber-ის აპლიკაციის საშუალებით, როგორც ეს ჩვეულებრივი სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში ხდება. კომპანია გეგმავს, რომ მომავალში ბაზარს წარუდგინოს ელექტრო ვერტმფრენი, რომელიც 7 წუთში დაიტენება და დაახლოებით 10-წუთიან ფრენებს შეასრულებს.

Uber-ის პარტნიორი Jaunt Air Mobility ამჟამად მუშაობს eVOLT ტიპის საჰაერო ტრანსპორტზე, რომელშიც ვერტმფრენის და თვითმფრინავის საინჟინრო თავისებურებების შერწყმა მოხდება. თავდაპირველად იგი 4 მგზავრსა და 1 პილოტზე იქნება გათვლილი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საფრენი აპარატი მთლიანად ავტოპილოტზე გადავა.
აღსანიშნავია, რომ Uber-მა უკვე დაიწყო საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება ურბანულ სივრცეში გადაადგილებისთვის. ამჟამად კომპანია ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობით ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან მანჰეტენის მიმართულებით ვერტმფრენით ფრენებს ახორციელებს. პროექტი Uber Copter ამ ეტაპზე დიდი ქალაქების საქმიან ნაწილში სწრაფ ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

1 Comment
  1. Wow, awesome blog layout! How lengthy have you been running a blog for?

    you make running a blog glance easy. The total look of your website is magnificent, as neatly as the content material!
    You can see similar here e-commerce

Leave a Reply

Your email address will not be published.