რა გავლენა ჰქონდა რუსეთს ბრიტანეთის 2019 წლის არჩევნებზე?

©REUTERS/Hannah McKay

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის, განცხადებით, რუსეთი ბრიტანეთის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.

დომინიკ რააბის განცხადება ბრიტანელი მინისტრების პირველი აღიარებაა იმის შესახებ, რომ რუსეთი ძირს უთხრის ბრიტანულ დემოკრატიას. მან რუსეთის ასეთ ქმედებას ,,სრულიად მიუღებელი“ უწოდა.

ამ დრომდე მინისტრების უმრავლესობა რუსეთის დეზინფორმაციას ბრიტანეთში ,,წარუმატებლად“ მოიხსენიებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის ამგვარ ქმედებებს გავლენა არ ჰქონიათ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებზე, თუ არ ჩავთვლით 2016 წლის რეფერენდუმს, რომლის შედეგებზეც კრემლის გავლენა აშკარა იყო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განხადებაში ნახსენებია სახელმწიფო მნიშნელობის დოკუმენტები, რომლებზეც რუსეთმა უკანონოდ მოიპოვა წვდომა. მისი თქმით, გამოძიება დღემდე გრძელდება და დეტალებზე ოფიციალურ განცხადებას მომავალში გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ ხმების 43,6%, ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ კი 32,2% მიიღო.