4 თვიანი კარანტინი 70 წელს გადაცილებულთათვის – როგორ ებრძვის ბრიტანეთი პანდემიას?

2020 წლის 12 მარტს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია ჩაატარა, სადაც განიხილა გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო, მათ შორის ბრიტანეთი, დადგა და COVID-19-თან ბრძოლის გეგმა გააცნო საზოგადოებას.

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მიეცათ მკაცრი მითითება, რომ მომავალი 4 თვის განმავლობაში ვალდებულნი არიან დარჩნენ თვითიზოლაციაში, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მათი დაინფიცირების შანსი და საფრთხე არ შეექმნას გარშემომყოფებს.

Business Insider-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა, ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და ამასთან დაკავშირებით განცახდებაც გააკეთა:

„გვესმის, რომ 4 თვიანი თვითიზოლაცია სულაც არ არის მარტივი და მცირე მოთხოვნა, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კეთდება. ამ გეგმის განხორციელებაზე ვმუშაობთ და დეტალებს დროდადრო გაგაცნობთ.“

14 მარტის მონაცემებით, ბრიტანეთში დაინფიცირებულთა რიცხვმა 1140 კაცს გადააჭარბა, მათ შორის, მხოლოდ 13 მარტს ეს რაოდენობა 801-ით გაიზარდა. ამ დროისთვის, ბრიტანეთში კორონავირუსით 21 ადამიანია გარდაცვლილი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.