საკრედიტო გადასახადები დიდ ბრიტანეთშიც 3 თვით გადაავადეს

Photo Credits to Altrendo Images

დიდი ბრიტანეთის ფინანსური რეგულაციების სამსახურმა(FCA) განაცხადა, რომ სესხებისა და საკრედიტო ბარათების გადასახადები 3 თვით გადავადდება.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება, ზოგადად, დიდ დროს საჭიროებს, თუმცა კორონავირუსის პირობებში ბრიტანეთი პროცესებს მაქსიმალურად დააჩქარებს და გადასახადების გადავადებას მოქალაქეები 9 აპრილიდან შეძლებენ.

„კორონავირუსმა გამოიწვია მოულოდნელი ფინანსური შოკი და მისი შედეგები აბსოლუტურად ყველას შეეხო დიდ ბრიტანეთში… ახლა სჭირდებათ ადამიანებს დახმარება, სწორედ ამიტომ გადავავადეთ სესხები.“