აშშ არასდროს შეეგუება რუსულ აგრესიას | მაიკ პომპეოს განცხადება

Secretary of State Mike Pompeo. | Alex Wong/Getty Images

უელსის დეკლარაცია 80 წლისაა – შესაბამის თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს გამოიცა და აშშ-მ ამით არ აღიარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, კერძოდ, ესტონეთის, ლიეტუვასა და ლიტვის იძულებითი ასიმილაცია საბჭოთა კავშირში. ამასთან, დაგმო ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ის საიდუმლო გადაწყვეტილება.

ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში მაიკ პომპეო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აღნიშნავს, რომ რამდენადაც მიუღებელი იყო აშშ-სთვის ბალტიისპირეთის ქვეყნების ძალადობრივი გაწევრიანებისა საბჭოთა კავშირში, ზუსტად ასევე, აშშ არასდროს შეურიგდება რუსეთის თავდასხმას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე – ყირიმის ანექსიას, დესტაბილიზაციის გამომწვევი მარიონეტების მხარდაჭერას აღმოსავლეთ უკრაინაში, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.