ბარაკ და მიშელ ობამები სკოლისა და უნივერსიტეტის დამამთავრებელ ონლაინ-ცერემონიებზე სიტყვით გამოვლენ

AFP VIA GETTY IMAGES

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი დიპლომების გადაცემის ონლაინ-ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის უამრავი დამამთავრებელი კურსის სტუდენტის თხოვნის შემდეგ მიიღეს.

6 ივნისს “იუთუბზე” live-რეჟიმში სკოლის 2020 წლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონიაზე ბარაკ და მიშელ ობამები კურსდამთავრებულებს მიმართავენ.  მათ გარდა, სკოლის დამთავრებას მალალა იუსაფზაი, აშშ-ს ყოფილი სამხელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი და  ცნობილი მუსიკოსები მიულოცავენ.

უფრო ადრე, 16 მაისს უნივერსიტეტის სტუდენტების ონლაინ-დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, რომელსაც ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

2020 წლის კურსდამთავრებულებისთვის დაჯილდოვების აღნიშნულმა ფორმამ, COVID-19-ის პანდემიის პრევენციის გამო, ტრადიციული ცერემონიები ჩაანაცვლა.