„გონიერი ბეტონი“ და თვითშეკეთებადი გზები ამერიკაში

პურდუს უნივერსიტეტი

საავტომობილო გზების შეკეთება საკმაოდ დიდ ხარჯს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის. ეს შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესი ხშირად ხდება ქალაქებში საცობების გამომწვევი მიზეზი.

ამ პრობლემის გადასაჭრდელად, პურდუს უნივერსიტეტის ბაზაზე მდებარე ლაბორატორიაში, პროფესორმა ლუნა ლუმ შეიმუშავა და განავითარა ტექნოლოგია, რომელიც ბეტონით მოკირწყლულ ხიდებსა და გზატკეცილებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი სიზუსტით გამოამჟღავნონ, როდის არის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ამასთან, ისიც შესაძლებელი გახადა, რომ დროულად განისაზღვროს, რა ხელსაწყოები და მასალა არის საჭირო, კონკრეტული დაზიანების შესაკეთებლად.

ლუნას მიზანია, ინფრასტრუქტურა უფრო ადაპტირებული, მდგრადი და მოქნილი გახადოს და ამისთვის ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმულ ხელსაწყოებსა და სენსორებს იყენებს.

ამერიკის გზებისა და ტრანსპორტის მუშაკთა ასოციაციის 2020 წლის მონაცემებით, შტატებში არსებული ხიდების მესამედი, შეკეთებასა და აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს დრო, როდისაა ახლად დაგებული ბეტონი მზად დატვირთული საავტომობილო მოძრაობისთვის. ამით მინიმუმამდე მცირდება რისკი ახლად დაგებული გზების აყრის, გასკდომის ან სხვა დაზიანების.

სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მიზანშეწონილი დრო, რათა გაიხსნას მოძრაობა აღდგენითი სამუშაოების ან ახალი გზის დაგების შემდგომ. 2019 წელს, ინდიანას შტატში წარმატებით ჩაამონტაჟა სენსორები სამ სხვადასხვა გზატკეცილზე. ამჟამად მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, სხვა შტატებშიც მოხდეს გზატკეცილების ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტირება.

სენსორებით „საუბრის“ წყალობით, ლუმ შესაძლებლობა დაინახა თვითშეკეთებადი ბეტონის შექმნისა. თვითშეკეთებადი მატერიის გამოყენება ინფრასტრუქტურას ეხმარება ტემპერატურის ცვლილებებთან ადაპტაციაში. ზამთარში, როდესაც ბეტონი ციკლურად იყინება და დნება, ხშირად მის დასკდომასა და ბზარების გაჩენას იწვევს. პურდუს მკვლევარები ეძებენ ფოროვან, ქვიშის მაგვარ მატერიას, რათა აურიონ ბეტონში. თუკი გაბზარვა მოხდება, ნივთიერება შეიწოვს წყალს და ქიმიურ რეაქციებში ჩაუშვებს. ეს ქიმიური რეაქცია წარმოქმნის მყარ სუბსტანციას, რომელიც ლუქავს ბზარს. ამასთან, აკავებს წყალს ბეტონში ჩაჟონვისგან.

უახლოეს მომავალში იგეგმება პროცესებში მეტი მკვლევარის ჩართვა და სათანადო რესურსების მოძიება, რათა წამოწყებამ უფრო ვრცელი მასშტაბი მოიცვას.

2 Comments
  1. Wow, incredible weblog format! How lengthy have you
    ever been running a blog for? you made running a blog look easy.
    The full look of your web site is great, let alone
    the content! You can see similar here sklep online

  2. Hey! Do you know if they make any plugins to help with Search
    Engine Optimization? I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good gains.
    If you know of any please share. Thank you! You can read
    similar blog here: Dobry sklep

Leave a Reply

Your email address will not be published.