აშშ WHO-ის ახალ გლობალურ ინიციატივაში მონაწილეობას არ მიიღებს

Photo By Dimitri Karastelev

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და წამლების შესაქმნელად გლობალურ პროექტს იწყებს, რომელშიც აშშ მონაწილეობას არ მიიღებს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ. WHO-ის განცხადებით, პროექტი პარასკევს გაეშვება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უდიდესი კონტრიბუტორი იყო, გაეროს სააგენტოს დაფინანსება 14 აპრილს შეუწყვიტა.