სამკაული თბილისის გულში | ინტერვიუ მარიკა ვახტანგიშვილთან

1.8 მლრდ ჰეშთეგი Instagram-სა და TikTok-ზე – ამ მაჩვენებლით, საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 50 ქალაქს შორის 32 ადგილზეა. მოგზაურებისთვის ერთერთი ყველაზე პოპულარული ვებ გვერდი bigseventravel.com წერს, რომ თბილისი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით, საკვებით და ღამის ცხოვრებით. სულ ცოტახნის წინ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ Best Village-თა შორის მესტია დაასახელა, კახეთი კი NY Times-ის მიხედვით, იმ 52 ადგილს შორის მოხვდა, რომელსაც 2023 წელს ტურისტები უნდა ესტუმრონ.

მარიკა ვახტანგიშვილი მმართველი გუნდის წევრი, ფინანსური დირექტორი | ფოტო: ნინჩო ჯეირანაშვილი

ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა, ამას ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს. 2022 წელს ტურიზმიდან ქვეყანამ 3,5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზეც კი სფერომ სწრაფი აღდგენა და პოზიციების გამყარება შეძლო. გამოწვევებს არ შეუშინდა „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ და პირველი პროექტი სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში სწორედ ბიზნესისთვის რთულ – პანდემიის პერიოდში განახორციელა.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

20 ნომრიანი, მყუდრო სასტუმრო „ბაზზარი“ თბილისის ძველი უბნის, ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნაწილში მდებარეობს. უკომპრომისო არქიტექტურით სასტუმრო ერთდროულად ეხმიანება ქალაქის ისტორიულ კონტექსტს და მის ურბანულ თანამედროვე ყოველდღიურობას. თითოეული ოთახი აქ თბილისის მდიდარ და ეკლექტურ ისტორიის ნაწილია, თუმცა ამავე დროს, სასტუმროს ინტერიერი თანამედროვე დიზაინის სრულიად ახალ პრეცედენტს ქმნის. სასტუმროს კონცეფციის უნიკალურობას კომფორტის, დახვეწილობის და ინოვაციური დიზაინის ერთობლიობა განაპირობებს. სასტუმრო „ბაზზარ“-ს და „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ გეგმებს მარიკა ვახტანგიშვილი გაგვაცნობს, ის ამ ბიზნეს ჯგუფის მმართველი გუნდის წევრი და ფინანსური დირექტორია.

ვიდრე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში გამორჩეული პროექტით შეაბიჯებდით, ბიზნესის რომელ სფეროებში საქმიანობდა „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“?

ჩვენი ჯგუფის ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჯგუფმა საქმიანობა პირველ ეტაპზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაიწყო, შემდეგ ბიზნესის დივერსიფიკაცია მოახდინა და ახლა ქართულ, ბრიტანულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე 200- ზე მეტი კომპანიით არის წარმოდგენილი. „სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“ და მისმა გუნდმა, ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, შექმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, პროექტი და შესაძლებლობები. ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების შემოღების გარდა, „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ საქართველოში ნავთობ პროდუქტების, მეღვინეობის, უძრავი ქონების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ლოგისტიკის მიმართულებით უმსხვილეს პროექტებს ახორციელებს.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ პირველი ნაბიჯი სასტუმრო „ბაზზარ“-ია. რა გამოარჩევს ამ პროექტს სხვა მსგავსი დანიშნულების ობიექტებისგან?

სასტუმრო „ბაზზარ“ „სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“ უმნიშვნელოვანესი შენაძენია, რადგან მისი პირველი პროექტია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. ჩვენი ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტი ციით შექმნილმა ახლებურმა კონცეფციამ დიზაინზე ორიენტირებული ოთახებით, რესტორნით, ბარით და სივრცეებით მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2022 წელს სასტუმრო „ბაზზარ” Forbes საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში საუკე თესო ახალ სასტუმროებს შორის დასახელდა. ჩვენს სასტუმროს სხვებისგან გამოარჩევს მდებარეობა, „ბაზზარ“ განთავსებულია თბილისის იმ უბანში სადაც ტრადიციული და თანამედროვე ერთმანეთს ერწყმის; გამოარჩევს საუცხოო დიზაინია და კეთილ განწყობი ლი მომსახურე პერსონალი. ამ ეტაპზე სასტუმროში დაახლოებით 25 ადამიანი დასაქმებული, გუნდის დაკომპლექტება გრძელდება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სასტუმრო სერვისის გაუმჯობესება, არამედ ზოგადად ქვეყანაში მომსახურების მაღალი სტანდარ ტების დაწესება.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

„სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“ სასტუმროს პროექტი გამოწვევებით სავსე პერიოდში, კოვიდპანდემიისას განახორციელა, რამდენად დიდი რისკი იყო ამ ნაბიჯზე წასვლა?

დიახ, პროექტი საკმაოდ რთულ დროს, პანდემიისას განხორციელდა, კოვიდი რომ დაიწყო, უკვე დაწყებული გვქონდა სამუშაოები. მართლაც უჩვეულოდ სტრესული პერიოდი იყო ყველასთვის, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიო კრიზისი იყო როგორც ემოციურ, ასევე ფინანსურ ნა წილში. ფაქტობრივად ყველას მოგვიწია უსწრაფესად გადაწყობა და ახალ რეალობაზე ადაპტირება. ეს ტრა ნსფორმაცია ჯერ ჩვენს თავში უნდა მოგვეხდინა და მერე საქმეში, ეს ის დრო იყო როცა უამრავი ადამია ნის და კომპანიის ბედი წყდებოდა. „არ ვჩერდებით“, ეს იყო ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება. რაღაცნაირად ბიზნეს-ალღო გვეუბნებოდა, რომ უნდა გაგვეგრძელებინა დღე და ღამე შრომა, განვითარება და აუცილებლად გადაივლიდა ეს უხილავი ომი. ასეც მოვიქეცით. პანდემია დასრულდა, პროექტიც დას რულდა და შევძელით პირველი სტუმრების მიღება.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ვინ იმუშავა სასტუმროს კონცეფციასა და დიზაინზე, რა იყო კომპანიის ინსპირაცია დიზაინის შერჩევისას?

სასტუმრო ბაზზარი, მართლაც რომ ისტორიულისა და თანამედროვეობის გადაკვეთის შუაგულში მდებარეობს. ამ პროექტზე მომუშავე გუნდისა და დიზაინერების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ იდეა რეალობად განსაკუთრებით გემოვნებიანი ადამიანებს ექციათ. ამიტომ, საგულდაგულოდ შეირჩა მართლაც რომ საუკეთესო გუნდი: დიზაინერები ეკა ჩიჩუა და ნინო ნოზაძე, პერსონალის სამოსის დიზაინზე ტატუნა ნიკოლაიშვილი, სახელზე და ბრენდინგზე – ლიზა ასათიანი, გამწვანების დიზაინზე კომპანია „ლალაჟი“ ტატუკა ჯაფარიძე.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას? სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში თუ აპირებთ გაფართოებას?

ჩვენი ჯგუფი – სმარტ კაპიტალი აგრძელებს ინვესტირე ბას სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში და უკვე 2023 წელს ახალ ძალიან საინტერესო და მასშტაბურ პროექტს გაგაცნობთ.

ნინო ნოზაძე | ფოტო: ნინჩო ჯეირანაშვილი

ნინო ნოზაძე, დიზაინერი: „ბაზზარ“-ის პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო შეგვექმნა ძალიან უცხო, მიმზიდველი და ამავდროულად კომფორტული გარემო. ამიტომ, აქცენტი გავაკეთეთ ფერების სიუხვეზე, მათ საინტერესო შეხამებაზე, არეკვლად მასალებზე და განათებაზე, რომელიც სიმყუდროვის შესაქმნელად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია“.

ეკა ჩიჩუა | ფოტო: ნინჩო ჯეირანაშვილი

ეკა ჩიჩუა, დიზაინერი: „ინსპირაცია, ჩემთვის როცა ვმუშაობ არის თბილისი – ჩემი საყვარელი ქალაქი. ეს პროექტი, ბაზარიც არის რაღაც უცნაური სამკაული ამ ქალაქისთვის. სასტუმროში შემოიხედებდი და გაგიკვირდებათ, ისეთი სილამაზე დაგხვდებათ, როგორსაც არ ელოდებით“.

ფოტო: ნინჩო ჯეირანაშვილი

ტატუნა ნიკოლაიშვილი, ტანსაცმლის დიზაინერი: „ჩემს შემოქმედებაში ხშირად ვიყენებ გეომეტრიულ ფიგურებს და ფორმებს. ამ პროექტისთვის მე შევქმენი პერსონალის სამოსი, რომელიც უნდა ყოფილიყო კომფორტული და ვიზუალურად საინტერესო, გამორჩეული“.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი