ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მოდის დიზაინერი, ბიზნესვუმენი და აქტივისტი, ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო წუთები ლონდონის სამხრეთ ნაწილში, კლაპემში ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია Instagram-ის გვერდზე viviennewestwood გავრცელდა.

ფოტო: Philip Hollis

„მსოფლიოს სჭირდება ვივიენის მსგავსი ადამიანები, რათა იგი უკეთესობისკენ შეცვალონ“, – ვკითხულობთ განცხადების დასკვნით ნაწილში.

ვივიან ვესტვუდი 1970-იან წლებში პანკისა და ახალი ტალღის მოდის შემომტანად არის მიჩნეული. ის ყურადღების ცენტრში მალკოლმ მაკლარენთან ერთად ლონდონში ტანსაცმლის მაღაზიის SEX გახსნის შემდეგ მოექცა. ვესტვუდის სახელი, მაკლარენის წყალობით, Sex Pistols-თან არის დაკავშირებული. მაკლარენი ბრიტანულ როკ-ჯგუფის მენეჯერი იყო. Sex Pistols-ის წევრები კი სწორედ მის და ვესტვუდის სამოსს ატარებდნენ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.