ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომპანიებს ჩვეული სამუშაო რეჟიმიდან მკვეთრად გადახვევა მოუწიათ.
„დაგეგმეთ ყველაზე უარესი სცენარი, რათა ის მაქსიმალურად კარგად გამოიყენოთ“ – ამბობს Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი.
გლობალური გეოპოლიტიკის ექსპერტის, სოფი ჰედინგის თქმით, სწორედ ასეთმა ხელმძღვანელებმა დაარწმუნეს, რომ მნიშვნელოვანია შეგნებულად განვიხილოთ და გამოვავლინოთ COVID-19-ის მიმდინარეობისას მომხდარი „კარგი ამბები“. აუცილებელია, ვისაუბროთ, რას აკეთებენ მცირე და საშუალო ბიზნესები/კომპანები პანდემიისას, რამდენად კარგად გაიაზრეს ახალი გამომწვევები და როგორ აპირებენ მათთან გამკლავებას.
კომპანიებმა საკუთარი წარმოება, უმეტესად, თავდაცვის საშუალებების დამზადებისკენ მიმართეს. მაგალითად, მოდის სახლებმა, მთავრობებთან თანამშრომლობით თუ დამოუკიდებლად, დაიწყეს სპეციალური პირბადეების კერვა. სასტუმროთა ქსელებმა კი თავიანთი ფართები ინფიცირებულების მისაღებ სივრცეებად გადააკეთეს.
ქარხნებმა პროდუქციის დამზადების ტემპი საგრძნობლად დააჩქარეს. Dyson-მა The Technology Partner-თან თანამშრომლობით, 10 დღეში სასუნთქი აპარატის ახალი მოდელი შეიმუშავა. მანამდე კომპანიებისთვის ასეთ მცირე დროში ახალი პრუდუქტის შექმნა წარმოუდგენელი იყო.
გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ „სოციალური ინვესტირების“ პასუხისმგებლობაც. ამიტომ, საჭიროა დაფიქრდნენ, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ მსოფლიოს საკუთარი საწარმოო ხაზით.
COVID-19-მა სამომავლო პერსპექტივებშიც ბევრი რამ შეცვალა:
კომპანიებმა დაიწყეს სხვადასხვა ონლაინპლატფორმების შექმნა, მრავალტექნიკურმა კომპანიებმა მოსახლეობას ვიდეოკონფერენციებზე უფასო წვდომა შესთავაზეს, რაც მომავალი თვეების განმავლობაში სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა დაწესებულებებს საქმის გაგრძელების საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება გრძელვადიან სამომავლო გეგმებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის პირობებში გადასახადების მობილური აპლიკაციებით გადახდა ფულის კუპიურების გამოყენების წესს ჩაანაცვლებს.