„ვითიბი ბანკისათვის“ დაწესებული სანქციები კვლავ ძალაში რჩება

„ვითიბი ბანკისათვის“ დაწესებული სანქციები კვლავ ძალაში რჩება, – ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს გაასაჯაროვა.

Photo Credits to Andrei Makhonin / TASS

დაწესებული სანქციებით, რუსულ ბანკს ევროკავშირის კაპიტალურ ბაზრებთან წვდომა და გარკვეულ საბანკო ოპერაციების წარმართვის უფლება შეზღუდული აქვს. ევროკავშირმა რუსულ კომპანიას სანქციები პირველად 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად დაუწესა

„ვითიბი“ რუსული ბანკია, რომლის 60.93%-ს რუსეთის სახელმწიფო ფლობს.