WHO – შეზღუდვების გაუქმება ვირუსის გაქრობას არ ნიშნავს

Photo By Dan Burton

ყოველდღიურად COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს სულ უფრო მეტი ქვეყანა აუქმებს. ვუჰანი ჩინეთში ამის პირველი მაგალითია. მსოფლიო თავიდან “გასახსნელად“ ემზადება, თუმცა “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია” (WHO) ამის შესახებ არცისე დამაიმედებელ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, კვლავ აღვნიშნოთ, რომ შეზღუდვების გაუქმება ვირუსის გაქრობას არ ნიშნავს. კარანტინი ქვეყნებს ვირუსის გავრცელების პიკის თავიდან აცილებაში ეხმარება, მაგრამ არა – მის გაქრობაში. ამიტომაც, ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ სწრაფი ტესტები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ თითოეულ შემთხვევაზე“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიის დასამარცხებლად ინდივიდების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობა საჭირო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ით 2 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამჟამად მსოფლიოსთვის პრიორიტეტი სწრაფი ტესტების დამზადება გახდა. WHO-მ 30 მილიონი ტესტი შეუკვეთა, რაც მომავალ ოთხ თვეზეა გათვლილი.