WHO მსოფლიო იმუნიზაციის კვირისთვის ემზადება

Photo By CDC

მსოფლიო იმუნიზაციის კვირა აპრილის თვის ბოლოს, 24-დან 30 რიცხვის ჩათვლით აღინიშნება.

2020 წლის თემაა #VaccinesWorkForAll. კამპანია ფოკუსირდება იმ გმირ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან, აწვდიან და იღებენ ვაქცინას ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მთელ მსოფლიოში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და პარტნიორები 2020 წლის მსოფლიო იმუნიზაციის კვირისთვის შემდეგ მიზნებს ისახავს:

  • ვაქცინის ღირებულების დემონსტრირება მსოფლიოსთვის;
  • წარმოაჩინოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველწლიური ვაქცინაცია იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
  • ხაზი გაუსვას იმუნიზაციის პროგრესს და ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას.

მსოფლიო იმუნიზაციის კვირა ვაქცინის გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნდა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ 20მლნ ბავშვია, რომელიც საჭირო ვაქცინას ვერ იღებს.