ბარების, რესტორნებისა და სადეგუსტაციო ოთახების დაკეტვის პარალელურად მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების ონლაინ გაყიდვებში მკვეთრი ზრდა აღინიშნება.

Nielsen – ის მკვლევართა მონაცემებით, 14 მარტის კვირაში, ამერიკაში, წინა წლის იმავე კვირასთან შედარებით, ღვინის off-premise გაყიდვები 27.6%-ით გაიზარდა.

Beau Joie Champagne – ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ დეიტელბაუმი აცხადებს, რომ მარტში ღვინის ინდუსტრიას უფრო მეტი გაყიდვები აქვს, ვიდრე შობის დღესასწაულზე ჰქონდა.

მაგალითად, ღვინის კლუბ Winc-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებულთა უპრეცედენტო, 578%-იანი ზრდა შეინიშნება. ბრენდმა უკვე 49.6%-ით გაზარდა გაყიდვები. პანდემიის ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებასთან ერთად, Winc-ს 20 000 ახალი წევრი შემოემატა. თუკი ონლაინ ღვინის კლუბს აქამდე დღეში, საშუალოდ, 207 მომხმარებელი ემატებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 2 102-ის ტოლია.

21 მარტს ღვინის მომხმარებელთა აპლიკაცია Vivino-ს GVM (Gross Merchandise Volume) ამერიკის შეერთებულ შტატებში 162%-ით გაიზარდა. იტალიაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია – 282%-იანი ზრდა იმავე დღეს.

Vivino-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 300-მილიარდიან ღვინის ინდუსტრიას არც აქამდე ჰქონია ელექტრონული კომერციის ნაკლებობა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ღვინის მომხმარებლებს სახლში უწევთ დარჩენა, მეტ შეკვეთას იღებენ.

არის თუ არა გაყიდვების ზრდა მომხმარებლების მარაგების ზრდის შედეგი?

Nielsen-ის მიხედვით, ღვინის გაყიდვების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ მომხმარებლები ღვინით ცდილობენ აიტანონ პანდემიით გამოწვეული მძიმე დღეები.

დეიტელბაუმი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ღვინით მოვაჭრეთა მოგება ზრდას განაგრძობს – დაიწყება აღნიშვნა გამოტოვებული დღესასწაულების, ქორწილებისა თუ დაბადების დღეების და ადამიანები მოისურვებენ, უბრალოდ, კარგად იგრძნონ თავი კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური დღეების შემდეგ.

წყარო: forbes

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.