ისტორიაში პირველად, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს არბიტრი ქალების ჯგუფი განსჯის

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც კატარში მიმდინარეობს, ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით შევა. FIFA-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩს, რომელიც კოსტა-რიკისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, არბიტრი ქალების ჯგუფი განსჯის. აღსანიშნავია, რომ ეს მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატში პირველი შემთხვევაა.

ფოტო: AFP 

კოსტა-რიკისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 1-ელ დეკემბერს გაიმართება. შეხვედრის მთავარი არბიტრი 38 წლის ფრანგი მსაჯი, სტეფანი ფრაპარი იქნება. მას მატჩის განსჯაში ბრაზილიელი ნეუზა ბეკი და მექსიკელი კარენ დიასი დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტის გამო შევიდა – ტურნირი შუა აღმოსავლეთში წელს პირველად იმართება.

2 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.