მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება

2020 წლის 28 აგვისტოს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ  ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.


პროექტი Log-in Georgia უზრუნველყოფს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ ინტერნეტთან. პროექტიდან სარგებელს მიიღებს დაახლოებით  500,000 ადამიანი, რომელიც ამჟამად ინტერნეტს მოკლებულ რაიონში ცხოვრობს.

„მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავისი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.