სალომე ზანდუკელი – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

Photo Credits to Nina Baidauri

სალომე ზანდუკელი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. მან სექსუალური ძალადობის გამოცდილება ჯერ საკუთარი და შემდგომში, სხვა ქალების უფლებებისთვის ბრძოლად გარდაქმნა.

სალომე ქალთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის „Space for Female Talk – სივრცე ქალური საუბრებისთვის“ მოდერატორია. ჯგუფის ძირითადი თემატიკა ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებია.

სხვადასხვა მედიისა თუ ფეისბუქის მრავალათასიანი ჯგუფების საშუალებით, სალომე აძლიერებს გოგოებს, აძლევს მათ ძალას და მოტივაციას, დაიწყონ საკუთარ გამოცდილებებზე ხმამაღლა საუბარი და უფლებებისთვის ბრძოლა. შედეგად, უამრავმა გოგომ და ქალმა მოახერხა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მრავალგვარი და ხანგრძლივი იყო, სალომე გამარჯვებული და გადარჩენილია, და არა მსხვერპლი.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე სალომე ზანდუკელის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.