ZOOM-ით განხორციელებული ათასობით პირადი ვიდეოზარის ჩანაწერი ინტერნეტქსელიში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. ეს კი აპლიკაციის მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკებს უქმნის.
The Washington Post-ის ცნობით, ღიად ხელმისაწვდომი ვიდეოები შეიცავენ თერაპიული სეანსების, ადამიანების სახელებისა და ტელეფონის ნომრების, კომპანიების ფინანსური საიდუმლოებების, ვიწრო ბიზნესშეხვედრების, სასკოლო გაკვეთილებში მონაწილე ბავშვების სახეებისა და პირადი მონაცემების ამსახველ კადრებს.
ვიდეოთა უმეტესობა აპლიკაციის პროგრამითაა ჩაწერილი და ღრუბლოვან სისტემაში ინახება, თუმცა მასზე წვდომა კონკრეტული მომხმარებლების პაროლების გარეშეა შესაძლებელი. ამგვარად, ვიდეოების გადმოწერა და ნახვა მსოფლიოს ყველა წერტილიდან ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.
კომპანიაში ბრალდების საპასუხოდ აცხადებენ, რომ პირადი ინფორმაციების დაცვასთან დაკავშირებით ხარვეზები აღარ აღენიშნებათ.
„ვიდეოშეხვედრის მასპინძლებს ვთავაზობთ დაცულ და უსაფრთხო საშუალებას ჩანაწერების შენახვისათვის. მასპინძლებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, ვიდრე ვიდეოჩანაწერის ატვირთვას აირჩევენ“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.