ბერნი სანდერსი 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლას დაემშვიდობა. მან ამის შესახებ 8 აპრილს განაცხადა.
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გადაწყვეტილების შესახებ ჯერ თანაგუნდელებს აცნობა, სატელეფონო ზარის მეშვეობით, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში წარსდგა.
„ვისურვებდი, თქვენთვის უკეთესი ახალი ამბავი მემცნო, თუმცა, ვფიქრობ, სიმართლე იცით – ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 300 დელეგატით ჩამოგვიტოვებს და სვლა გამარჯვებისკენ შეუძლებელია“ – განაცხადა სანდერსმა პირდაპირი ჩართვისას, „თუმცაღა, იდეოლოგიურ ბრძოლას ვიგებთ და ახალგაზრდებისა და დასაქმებულებისგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს… დავასკვენი, რომ ბრძოლა დემოკრატიული ნომინაციისათვის წარუმატებელი იქნება. სწორედ ამიტომ, ვაცხადებ – ჩემი კამპანია დასრულებულია.“
სანდერსმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მისთვის ძალიან რთული და მტკივნეული აღმოჩნდა.