საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-თან საბრძოლველად შექმნილი ფონდი, StopCoV დღეს მთელი 100 მილიონი ლარით გამდიდრდა. ანგარიშზე გადარიცხვა გვიან ღამით განხორციელდა. ამ დროისთვის კი ფონდის ბიუჯეტი 124,543,899 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ შემომწირველის ვინაობა უცნობი იყო, თუმცა, საქართველოს პირველ არხთან მალევე დადასტურდა, რომ თანხა ფონდმა “ქართუმ” დარიცხა, რომლის დამუძნებელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია.