დიდი ბრიტანეთი 2030 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშვე მანქანების გაყიდვას აკრძალავს

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, 2030 წლიდან დიდი ბრიტანეთი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვას სრულად აკრძალავს. გადაწყვეტილება „მწვანე ინდუსტრიული რევოლუციის“ 10-საფეხურიანი გეგმის ფარგლებში მიიღეს, რომლის მიზანიც 250,000 სამუშაო ადგილის შექმნა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა.

Miles Willis | Getty Images News | Getty Images

გამოცემის Financial Times და მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ ჯონსონის სტატიაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გეგმა ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვაზე, კონკრეტულად კი ნახშირბადის მიღებასა და შენახვაზე, ნახშირბადის დაბალი შემცველობის წყალბადის წარმოქმნაზე, ოფშორულ ქარსა და ბირთვულ ენერგიაზე.

მთავრობის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მხოლოდ ავტომობილების მწარმოებლებსა და გამყიდველებთან ფართო კონსულტაციის შემდეგ შეჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ 2035 წლამდე ნებადართული იქნება ისეთი ჰიბრიდული ავტომანქანებისა თუ ფურგონების შეძენა, რომლებიც გადიან დიდ მანძილს უკანა მილსადენიდან ნახშირბადის გამოყოფის გარეშე.

Wood Mackenzi-ის მთავარი ანალიტიკოსის, ტომ ჰეგგარტის, თქმით, 2020 წელს დიდ ბრიტანეთში გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 10% წარმოადგენს ელექტრომანქანებს, რაც აღნიშნულ გადასვლის პროცესს ძალიან გაართულებს. ასევე, საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების (SMMT) აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ჰოუზის, თქმით, დარჩენილი 10 წელი ძალიან მცირე დროა ამხელა ცვლილებისთვის და ამიტომ, ჰიბრიდული ავტომობილებზე უფლების შენარჩუნება გონივრული ნაბიჯია მთავრობის მხრიდან. მან ასევე დადებითად შეაფასა ამ სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაზრისა და ინდუსტრიის კონკურენტული ხასიათის შენარჩუნებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მთავრობის გეგმის მიხედვით, £1.3 მილიარდი (დაახლოებით $1,72 მილიარდი დოლარი) ელექტროენერგიაზე მომუშვე მანქანების (EV) დატენვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება, ხოლო £582 მილიონი გრანტებისთვის გამოიყოფა, რათა შემცირდეს ელექტრომობილების ღირებულება და წახალისდეს მათზე მოთხოვნა. გარდა ამისა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში £500 მილიონი დაიხარჯება მასობრივი წარმოებისა და ელექტროძრავის ელემენტების განვითარებისთვის.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.