მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიას ავრცელებს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, ტურიზმის აღდგენასა და პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გაფანტვასთან ერთად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4%-ს მიაღწევს.
,,პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე გავლენის შესამსუბუქებლად საქართველოს ძალისხმევა მტკიცე იყო, თუმცა სიღარიბის მოსალოდნელი ზრდის პრობლემის მოსაგვარებლად, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია’’, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა, სებასტიან მოლინეუსმა .
მისი თქმით, მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით მიიღოს.