შექსპირის პიესების პირველი კრებულის გაყიდვამ აუქციონზე ახალი რეკორდი დაამყარა

უილიამ შექსპირის პიესების პირველი კრებული 7,7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. წიგნი 1623 წელს ინგლისელი დრამატურგის მეგობრების,  ჯონ ჰემინგისა და ჰენრი კონდელის მიერ დაიბეჭდა. შეგახსენებთ, რომ პირველი კრებულის მხოლოდ 6 ეგზემპლარი არის ცნობილი, თითოეული მათგანი კერძო მფლობელობაშია.

წიგნი ბრიტანულმა აუქციონის სახლმა „Christie’s“ ნიუ-იორკში სატელეფონო ტენდერის საშუალებით გაყიდა. სტეფან ლოვენთეილის განცხადებით, მისთვის უდიდესი პატივია, შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიესების კრებულის შეძენა.

მარგარეტ ფორდის, Christie’s-ის  ხელნაწერთა ფონდის დირექტორის, განცხადებით, შექსპირის პიესების პირველი კრებულის გაყიდვამ ლიტერატურულ აუქციონზე ახალი რეკორდი დაამყარა. კრებულში შედის: „მაკბეტი“ , „იულიუს კეისარი“,  „მეთორმეტე ღამე“.

No Comments Yet

Comments are closed