YouTube კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციულ ვიდეოებს კრძალავს

YouTube აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ვიდეობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას აფართოებს. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,რაც Facebook-მა ვაქცინის საწინააღმდეგოდ მიმართული რეკლამების აკძარლვა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა უნაყოფობას გამოიწვევს ან ადამიანების გასაკონტროლებლად ვაქცინაში მიკროჩიპები იქნება ჩასმული. კომპანიის ახალი წესების თანახმად, YouTube-ზე  მსგავსი შინაარსის ვიდეობის ატვირთვა ნებადართული აღარ არის. აღნიშნული წესების დამრღვევი არხები YouTube-დან წაიშლებიან. მომხმარებლების მიერ დაწერილი კომენტარებიც, რომლებიც წესებს არ შეესაბამებიან, ასევე წაიშლება.

პანდემიის პერიოდში, კომპანიამ 200000-ზე მეტი ვიდეო წაშალა, რომელსაც საზოგადოებისთვის სამედიცინო მკურნალობის ეჭვქვეშ დაყენება შეეძლო. YouTube ცდილობს საკუთარ მომხმარებლებს პანდემიის შესახებ სანდო ინფორმაცია მიაწოდოს. YouTube-ის განცხადებით, დეზინფორმაციული ვიდეოების საკუთარი პლატფორმიდან ამოღებით, კომპანია კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით სწორ პოლიტიკას ატარებს.

No Comments Yet

Comments are closed