“სკუბი-დუს” თანაავტორი, ანიმატორი ჯო რუბი, გარდაიცვალა

NY Post photo composite; Hanna-Barbera/Everett Collection; Shutterstock

ანიმატორი ჯო რუბი, ლეგენდარული “სკუბი-დუს” ისტორიის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი პიროვნება, 87 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. სიკვდილის მთავარ მიზეზად ასაკი დასახელდა.

“სკუბი-დუს” თანაშემქმნელმა კარიერა Walt Disney-ში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე კომპანიაში იმუშავა, ბოლოს კი საკუთარი სტუდია – Ruby-Spears – დააარსა. კენ სპირსთან თანამშრომლობით შეიქმნა სკუბი-დუსა და მისი მეგობრების ისტორიაც. ანიმაცია 1969 წელს გამოვიდა და მალევე დაიპყრო მულტფილმების მოყვარულთა გულები.

ჯოს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. მისი შვილიშვილმა, ბენჟამინ რუბიმ, აღნიშნა, რომ ჯოს სცენარების წერა ხანდაზმულობის ასაკშიც კი არ შეუწყვეტია.

Warner Brothers Animation-ის პრეზიდენტმა კი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუბიმ მისთვის და კიდევ ძალიან ბევრი ბავშვისთვის შაბათი დილა განსაკუთრებული გახადა. ეს კი, რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი სკუბი-დუს ეთერში გასვლას უკავშირდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.