ქალი ინვესტორების წარმატება 2020 წელს

ინვესტიციების ინდუსტრია ცნობილია დიდი ეგოთი, თავდაჯერებული ანალიტიკოსებითა და „აქტივისტებით“, რომლებიც აღმასრულებელ დირექტორებს მუდამ ეუბნებიან, როგორ მართონ თავიანთი კომპანიები. ინვესტორი ნენსი ზევერბერგენი და მისი ოთხი პორტფელის მენეჯერისგან შემდგარი გუნდი საკუთარ თავს სხვებისგან იმით გამოარჩევენ, რომ ისინი უბრალოდ უსმენენ.

61 წლის ზევენბერგენი $5,7 – მილიარდიანი (აქტივების) Zevenbergan Capital Investments-ის დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეკონომიკაში ინვესტორის მნიშვნელოვანი ამოცანა მომავალი დიდი ანტერპრენერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დროული აღმოჩენაა. მნიშვნელოვანია „ოპტიმიზმი და ხედვა, თუ რა შეიძლება იყოს მომავალში“ – ამბობს ის. ზევენბერგენის თქმით, მისი ამოცანაა, იყოს ცნობისმოყვარე, გაიგოს ახალი ლიდერების „გიჟური“ ხედვები და იმავდროულად გახდეს მათი ინვესტორი. თუ მას მოსწონს კომპანია, სიეტლში დაფუძნებული მისი ფირმა იღებს მას და უყურებს გვერდიდან, მოთმინებით ადევნებს თვალ-ყურს ბიზნესს და ინახავს მათ წილებს მანამ, სანამ მათი ზრდა არ შეჩერდება.

ინვესტიციების მიმართ ამ მოკრძალებულმა მიდგომამ შედეგი გამოიღო და ზევენბერგენი მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორებს შორის დასახელდა. იგი საკმაოდ დიდი ხანი თანამშრომლობდა ილონ მასკთან და, დაახლოებით, ათწლეულების განმავლობაში ფლობდა “ტესლას”;

მოგვიანებით, 2016 წლის ბოლოს, მან აღმოაჩინა კანადაში დაფუძნებული ელექტრონული კომერციის კომპანია Shopify და მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტობი ლუთკე. კომპანია იმ პერიოდში $50-ზე ნაკლებად ვაჭრობდა, ახლა კი $1,170 ვაჭრობს. 2019 წლის სექტემბერში Zillow-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩ ბარტონმა გადაწყვიტა, რომ უძრავი ქონების პლატფორმა სახლების ყიდვას დაიწყებდა, რამაც სკეპტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგრამ ზევენბერგერის გუნდს მოსწონდა ბარტონის ექსპერიმენტი და, შესაბამისად, იზრუნა მის გაძლიერებაზე.  დაახლოებით 15 თვის შემდეგ კი Zillow 140 დოლარად ვაჭრობდა.

მსგავსი ქმედებების საფუძველზე,  ზევენბერგენის Innovative Growth Fund (SCATX)-სა და Genea Fund (ZVGNX)-მა, 2020 წლის შესაბამისად, გასაოცარი 126% და 154%-იანი ზრდა აჩვენა.

ზევენბერგენი არ არის ერთადერთი ქალი ფონდის მენეჯერი, რომელმაც 2020 წლის კონკურენცია დაძლია. Forbes-მა იპოვა მინიმუმ ნახევარი ათეული ფირმა, რომელსაც ქალთა ფონდები ხელმძღვანელობდნენ და რომლებმაც სძლიეს თავიანთ კონკურენტებს.  ათეულობით მილიარდი დოლარის აქტივები კი ერთობლივად იანვრის დასაწყისიდან, მიიღეს.

ქალების მიერ დაფინანსებული ფონდების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, (წყარო: Morningstar)

საოცარი ქალები / Wonder Women:

ქალი ხელმძღვანელების ფონდები, რომლებიც აუმჯობესებენ თავიანთ სტანდარტებს. აქ მოცემულია ყველაზე სრულყოფილი ფონდი, აქტივების სხვადასხვა კლასებში.

პორტფელის მენეჯერიფონდის სახელწოდება2020 Return5-Year ReturnTop Holding

Cathie Wood

 

Ark Innovation

 
154%46%Tesla

Nancy Zevenbergen

 

Zevenbergen Growth

 
131%35%Shopify

Amy Zhang

 

Alger Mid Cap Focus

 
84%NAPenn National Gaming

Karina Funk

 

Brown Advisory Sustainable Growth

 
38%22%Microsoft

Joanna Jonsson and Noriko Chen

 

American Funds New Perspective

 
32%17%Tesla

Clare Hart

 

JPMorgan Equity Income

 
3%11%Texas instrument

Tina Vandersteel

 

GMO Emerging Country Debt

 
7%8%CDX investment Grade Credit Futures

Julie Biel

 

Virtus KAR Small-Mid Cap Growth

 
42%NADocuSign

Sarah Ketterer

 

Causeway International Value

 
5%6%

Volkswagen AG

 

 

როგორც ცხრილში ხედავთ, Ark Investments-ის დამფუძნებელ ქეთი ვუდსს საუკეთესო წელიწადი ჰქონდა. 2014 წელს 65 წლის ვუდსმა დაარსა Ark-ი, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილ სამეცნიერო ტექნოლოგიურ მიღწევებზე გენომიკაში, რობოტექნიკაში, ფინანსურ ტექნოლოგიებში, ციფრულ მომსახურებასა და ხელოვნურ ინტელექტში. ექვსი წლის შემდეგ, Ark Investments თითქმის 44 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს.

აღსანიშნავია, რომ მისი ფლაგმანი Ark Inovation Fund (ARKK)-ის აქტივები $17 მილიარდამდე გაიზარდა, რაც გამოწვეულია 2020 წლის 154%-იანი მოგებით და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 46% საშუალო წლიური მოგებით.

“მე მსურდა, რომ ცალკეულ ინვესტორებს ესარგებლათ შესაძლებლობებით“ – ამბობს ვუდსი. მისი ფონდი განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც სურდა, განდგომოდა ფიქსირებულ შემოსავალსა და ისტორიაში ყველაზე საინტერესო აქციებით შესულიყო.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ქალი ინვესტორებისთვის 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა. ქალების მიერ მართული ფონდები, დაწინაურებული არიან მცირე კაპიტალის აქციებიდან დაწყებული, დივიდენდის გადამხდელი კომპანიებისა და მდგრადი ინვესტიციების ჩათვლით.

წყარო – forbes

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.