ქართული რესტორანი Bevri სტენფორდის საავადმყოფოს ექიმებსა და მედდებს სადილით უზრუნველყოფს

ქართული რესტორნის ქსელი Bevri ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე  საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავიანთ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ:

“COVID-19-ით გამოწევული კრიზისის მსგავსი გამოწვევა მსოფლიოს ჯერ არ ჰქონია. ამ განსაკუთრებით მძიმე პერიოდში ყველასათვის მნიშნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა. ჩვენს ჯანმრთელობაზე მზრუნველი პროფესიონალებისთვის ამჟამად სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება.

ვერთვებით Frontline Foods-ის ინიციატივაში და უზრუნველვყოფთ სადილის  გადაცემას სტენფორდის საავადმყოფოში ექიმებისა და მედდებისთვის. სასადილე შეკვრის შემადგენლობა ყოველდღიურად განსხვავებული და უნიკალური იქნება.

ყოველი 100 დოლარის შემოწირულობით შესაძლებელი იქნება სულ ხუთი ადამიანის გამოკვება. პირადი შემოწირულობის გაღება ამ მისამართზე შეგეძლებათ.

რესტორნის მენიუში, რომელსაც საავადმყოფოებს სთავაზობენ, შედის: ფხალი, ქათმის მწვადი, ბრინჯი ბოსტნეულით, პური, ქაბაბი და სხვ.

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published.