Photo By Dimitri Karastelev

აშშ-მა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოს ყველა დანარჩენ სახელმწიფოს გადაუსწრო. ქვეყანაში 82,000-ზე ინფიცირების, ხოლო 1,100-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 2 დღის წინათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აშშ პანდემიის პოტენციურ ეპიცენტრად დაასახელა. როგორც ჩანს, მათი პროგნოზი გამართლდა.

WHO ს მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მსოფლიოში ორშაბათს დაფიქსირებული COVID-19-ით ინფიცირების 85% აშშ-სა და ევროპაში, ხოლო ამ შემთხვევათა 40% მხოლოდ ამერიკაში დასტურდებოდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.